17 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
"თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა გლდანის ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო

იაფი მედიკამენტები, მევახშეობის და საბანკო იპოთეკის აკრძალვა, ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა -  პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ, გლდანის ამომრჩეველს შეხვედრაზე სწორედ ეს პროგრამა გააცნო. 

"იაფი მედიკამენტები, ქართული პროდუქციის მხარდაჭერა, მევახშეობისა და საბანკო იპოთეკების აკრძალვა და მიგრაციის შეზღუდვა, ეს არის ის ჩვენი საარჩევნო პუნქტები, რომელიც  არსებითად განსხვავდება სხვა პარტიების საარჩევნო პროგრამებისგან. მოვუწოდებ გლდანელებს, 21 ნომერი ეს არის არა უბრალოდ თავისუფალი საქართველო, არამედ გზა იმისათვის, რომ ქვეყანა არეულობისაგან დავიცვათ,"- აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა.

დღის ამბები