17 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
"ქართული ოცნების" ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება" დემოკრატიული საქართველოს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს.

საუბარია გაზიფიცირებასა და სასმელ წყალთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორც გოგი მეშველიანი აცხადებს, ეტაპობრივად თითოეული პრობლემა მოგვარდება და ადგილობრივების მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

"ჩვენთან ადგილობრივ საზოგადოებას გაზიფიცირების გაგრძელებასთან დაკავშირებით, თხოვნა ჰქონდა. ჩვენ შარშან 11 სოფელში შევიყვანეთ გაზი და უკვე მოსახლეობა მეზობელი სოფლებიდანაც ითხოვს ამ პროცესის გაგრძელებას. ასევე, გარკვეული პრობლემებია სასმელ წყალთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში დაშრა წყაროები და ეს საკითხი კი ხელახალ შესწავლას და გადაწყვეტას საჭიროებს,"- აცხადებს პარლამენტის ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გოგი მეშველიანი.

დღის ამბები