17 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
სამართლებრივი, თუ პოლიტიკური დავა - დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული კარტოგრაფების გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა

საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ. მხარდასაჭერ აქციას დღეს თავად საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ერთ-ერთი წევრის, საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის მეუღლეც შეურთდა.

იმას, რომ სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის წევრები ბრალდების სკამზე არ უნდა ისხდნენ, ამტკიცებენ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. არასაპარლამენტო ოპოზიცია კი, აქცენტს კომისიის წევრთა უფლებამოსილებაზე აკეთებს. მათი თქმით, ბრალდებულებს არ ჰქონდათ იმის უფლება,რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი სისრულეში მოეყვანათ, რადგან საზღვრის შეთანხმების საბოლოო გეგმა აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა მოიწონოს.

"ქართულ ოცნებაში" ოპონენტებს უპასუხეს და კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ბრალდება სისხლის სამართლებრივი დევნაა და მას პოლიტიკურ მიზნებთან კავშირი არ აქვს. მმართველ გუნდი თემით მანიპულირებაში ოპონენტებს ადანაშაულებს.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, გამოძიება საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედებას ედავება.

დღის ამბები