"ქართული ოცნების" მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ოდიშარია და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სკოლამდელი დაწესებულების პედაგოგებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სხვა საკითხებთან ერთად სააღმზრდელო წლის განახლებაზე ისაუბრეს.
როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, აუცილებელია, შეიქმნას ყველანაირი პირობა, რათა მომავალ თაობას წარმატებული მომავალი ჰქონდეს.