სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დიდი ლილოს მოსახლეობას შეხვდა.
სოზარ სუბარმა ამომრჩეველს საკუთარი პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო. მოისმინა მათი პრობლემები: წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელის პრობლემა, რაც გაუსაძლისს ხდის ამ ჩასახლებაში ადამიანების ცხოვრებას, ასევე, მოუწესრიგებელი წყლის, კანალიზაციის სისტემა და შიდა გზების პრობლემა.
სოზარ სუბარმა ამომრჩევლებს აცნობა, რომ უახლოეს მომავალში EBRD-ის გრანტით მოეწყობა წყალგამწმენდი ფილტრები, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა გაზშემკრების პროექტირებაზე.
რაც შეეხება გზის რეაბილიტაციას, GWP-მ დაასრულა სამუშაოები და ლილოს დასახლებაში ორი ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, რომლისთვისაც გამოყოფილია 102 000 ლარი.
ასევე აქტიურად მიმდინარეობს გარე განათების მოწყობაც.