ბოტანიკურ ბაღში ახალი სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო. სივრცე დედაქალაქის მერმა დაათვალიერა და ახალგაზრდებთან ერთად პირველ საცდელ ველოგარბენში მიიღო მონაწილეობა.
პროექტის განხორციელება 2018 წლის თებერვალში დაიწყო. მოეწყო 3 კილომეტრამდე საველოსიპედე გზა, საფეხმავლო ხიდები და კონსტრუქციები. პროექტის ღირებულებამ, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი შეადგინა.
"ეს არის წავკისის წყლის ხეობა, დაახლოებით 3 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნა მთლიანად რეაბილიტირებული, განახლებული, სადაც მოეწყო სასეირნო ბილიკი. ასევე, ველომოყვარულთათვის არის ყველანაირი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ გამოყენებული იქნეს ეს კონკრეტული გზის მონაკვეთი," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.