სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კახეთს სტუმრობდა. მან მხარდამჭერებთან შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კახიფარში გამართა, სადაც მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა გააცნო.
ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ მთავრობის პირობებში გლეხის შრომა დაუფასებლია, განსაკუთრებით - კახეთში, სადაც კილოგრამი ყურძნის ფასი ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს.
მისი თქმით,სწორედ ამ კრიზისიდან გამომდინარე შეიქმნა "სტრატეგია აღმაშენებლის" სოფლის განვითარების გეგმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გუნდის წევრებთან ერთად ველისციხის მოსახლეობასაც შეხვდა. პარტიის პრემიერობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, ასევე მათი პრობლემები მოისმინა და გადაჭრის გზებზე ისაუბრა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დღეს ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია და გლეხს სათანადო ყურადღება არ ექცევა.