გაორმაგებული პენსიები პლუს მე-13 პენსია სტაჟის მიხედვით და საპროცენტო ვალების პენსიონერებისთვის განულება - სწორედ ეს საპენსიო პროგრამა გააცნო "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ დღეს თემქის ამომრჩეველს.
შალვა ნათელაშვილმა პენსიონერი მხარდამჭერებისგან პრობლემებიც მოისმინა.
"იმისთვის, რომ ჩვენს პენსიონერებს ღიმილი დაუბრუნდეთ სახეზე, რომელიც ესოდენ უხდებათ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და ეს მოხდება რამდენიმე კვირაში. მთავარია, გავისტუმროთ ეს ქვეყნისყლაპია ოლიგარქია ქვეყნიდან," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.