საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა გმირთა მოედნიდან მეტროსადგურ დელისამდე ისტორიული ტური მოაწყო. ღონისძიების მიზანი საბურთალოს ისტორიის გაცნობაა.
ელისაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიას რეალური სახე დაკარგული აქვს და ხელისუფლება მის შენარჩუნებას არ ცდილობს.
საბუღთალო არის ახალი თბილისი, წინასწარი გეგმით გაშენებული თბილისი და ძალიან საინტერესო თბილისი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დასახიჩრდა ბოლო პერიოდის განმავლობაში," - განაცხადა ელისაშვილმა.