პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჯალაღონია სოფელ ტაბახმელას მოსახლეობას შეხვდნენ. ლიდერებმა მათ პარტიის გეგმები და დაპირებები გააცნეს.
"ყველა პარტიას აქვს ლიბერალური პროგრამები. პერსონალურად კი ლანძღავენ ერთმანეთს, მაგრამ საგარეო, საშინაო და ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენს ოპონენტებს აქვთ ერთნაირი. "თავისუფალი საქართველო" არის ერთადერთი ძალა, რომელიც გამოდის არალიბერალური პროგრამით. ჩენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაშიც, ეკონომიკაშიც, სოციალურ სისტემაშიც მთლიანად უნდა შეიცვალოს ის ლიბერალური ფილოსოფია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ამ სიღატაკეში ჩააგდო," - ამბობს კახა კუკავა.