ეროვნულ-დემოკრატიულმა მოძრაობამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პარტიამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაც გამართა. პარტიაში მთავარი აქცენტი ეკონომიკურ საკითხებზე, დასაქმებაზე, ბიზნესის განვითარებაზე, ჯანდაცვასა და განათლების რეფორმებზე კეთდება.
"3 მაჟორიტარობის კანდიდატი გვყავს - თბილისში, ხაშურში და ბათუმში. ბათუმში არის ჩვენი პარტიის პირველი ნომერი რამაზ ფევაძე. უპირველესად, როგორც ექიმი, მოხარული ვარ, რომ შეიქმნა ისეთი გუნდი, რომელთა პრიორიტეტებში პირველ ადგილზე ჯანდაცვა არის, ადამიანი მთავარი ღირებულებაა და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის სახელმწიფოსთვის პირველი ამოცანა," - აცხადებს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობიდან ვახტანგ გვაზავა.