"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულმა ოპოზიცია "ძალა ერთობაშიამ" ეროვნული კამპანია დაიწყო. პირველი შეხვედრა კამპანიის ფარგლებში ლაგოდეხში გაიმართა, სადაც პარტიის ლიდერები ზალიკო უდუმაშვილი, ნუგზარ წიკლაური, გიორგი ბოტკოველი, ხათუნა სამნიძე და სხვები, ამომრჩევლებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში პარტიის ლიდერებმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს. ასევე, ისაუბრეს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმაზე.