საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ აზერბაიჯანის საელჩოში. საელჩოს წარმომადგენლის თქმით, საზღვრის დადგენასთან დაკავშირებული საკითხები განხილული იქნა შესაბამისი უწყებების დონეზე:
"ეს საკითხი განხილულ იქნა საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის 24 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე, ამ საკითხზე პოზიცია დააფიქსირა ასევე პრეზიდენტის მრჩეველმა. იმაზე მეტს, რაზეც ოფიციალურმა პირებმა უკვე გააკეთეს კომენტარი, მე ვერაფერს ვიტყვი," - აცხადებს საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველი ელდარ ბაირამოვი.