17 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
დავით ხიდაშელი საქართველოშია და COVID-19-ზე პასუხს ელოდება

დავით ხიდაშელი საქართველოშია. ეს არის ბიზნესმენი, რომელმაც ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სახელმწიფოს იმ რუკის დედანი გადასცა, რომლის მიხედვითაც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან ისეა შეთანხმებული, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გათვალისწინებულია.

სწორედ ამ რუკის დამალვაში სდებენ ბრალს ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას, რომლებიც ახლა პატიმრობაში არიან. რა იცის დავით ხიდაშელმა 2007 წელს დაშვებული სავარაუდო შეცდომის საქმეზე - ბიზნესმენი ამ დეტალებზე ხვალ ისაუბრებს.

ხიდაშელმა "კურიერის" ჟურნალისტს უთხრა, რომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ, მას ჩაუტარდა ტესტირება COVID-19-ზე და იქამდე არ ექნება კომუნიკაცია მედიასთან, ვიდრე პასუხი ლაბორატორიულად უარყოფითი არ იქნება.

დღის ამბები