17 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
ეკა ბესელია ამომრჩევლების მიმართ ზეწოლისა და მუქარის შესახებ საუბრობს

მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "სამართლიანობისთვის" ეკა ბესელია ამომრჩევლების მიმართ ზეწოლისა და მუქარის შესახებ საუბრობს.

"გვაქვს ასეთი განცდა, რომ ეს არ არის თავისუფალი გარემო. ადამიანები ვერ გამოდიან ღიად და თავისუფლად. ჯერ კიდევ ძალიან დიდია შიშის ფაქტორი და ეს განსაკუთრებით ხდება რეგიონებში. მოსყიდვის ფაქტები ძალიან ბევრია. ძალიან ბევრი ფული იხარჯება უკანონოდ და ტრიალებს ეს თანხა ისე, რომ მისი კონტროლი და აღრიცხვა არ ხდება. მოსყიდვის გარდა, ყველაზე მძიმე საყურებელია, როდესაც ადამიანს ურეკავ და ემუქრები," - განაცხადა მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან "სამართლიანობისთვის" ეკა ბესელიამ.

დღის ამბები