19 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ფაქტზე სამართალდამცველებმა 24 წლის მამაკაცი დააკავეს

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 24 წლის მამაკაცი დააკავეს. თბილისში, ბრალდებულის საცხოვრებელ ბინასა და ავტოფარეხში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სხვადსხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებითა და საბრძოლო ვაზნებით.

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები