ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლე საფრთხეშია და ის რაც შეიძლება მალე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გადმოიყვანონ - ამ პროცესის ხელშეწყობისკენ საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი ბებუა ოკუპირებული გალის რაიონში, დე ფაქტო რეჟიმმა 30 სექტემბერს დააკავეს და მას 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ახალგაზრდას ერთდროულად რამდენიმე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ. ის ამ დრომდე ოკუპირებული სოხუმის ე.წ იზოლატორში რჩება. გარდა ამისა თბილისში ეჭვობენ, რომ უკანონო პატიმარი ციხეში სასტიკი მოპყრობის საშიშროების წინაშეა.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ერთი მხრივ მოხდეს ოჯახთან სათანადო კომუნიკაცია და მათ ჰქონდეთ სარწმუნო ინფორმაცია ირაკლი ბებუას ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ამავდროულად ეჭვები და რისკები არის ძალიან მაღალი, რომ მას შეიძლება განსაკუთრებული სისასტიკით მოეპყრონ ან მძიმე სასჯელები იყოს გამოყენებული მის მიმართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გამოიყენოს ყველა დიპლომატიური მექანიზმი მისი უფლებების დასაცავად,"- აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.