საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს გავლით სამხედრო ტვირთების გადაზიდვა მეზობელ რესპუბლიკებში არ ხორციელდება.
ლაშა დარსალია განმარტავს, რომ ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების ესკლაციისთანავე შეჩერდა სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი როგორც აზერბაიჯანის ასევე სომხეთის მიმართულებით. ხოლო ფრენები რომელიც ხორციელდება საჰაერო სივრცეში, საქართველოს ხელთ არსებული ინფორმაციით, არის ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათის და შეესაბამება იკაოს სტანდარტებს.