17 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე დავით გარეჯის საქმეზე დაკითხულ მოწმეთა სიაშია

დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი მდივანი, მინდია ჯანელიძე დაკითხულ მოწმეთა სიაშია.

ჯერ უცნობია, რა ჩვენება მისცა ჯანელიძემ საგამოძიებო უწყებას.

ამ წუთებში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ინტერესების დამცველი პროკურატურაში იმყოფება, ის საქმის მასალებს ეცნობა. როგორც ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, ის დღეს უშუალოდ კარტოგრაფიული მასალით დაინტერესდება, რომელიც საქმის მასალებში დევს და მთავარ საგამოძიებო უწყებაში ინახება.

ასევე, ცოტა ხნის წინ დასრულდა რუსთავის ქალთა ციხეში ნატალია ილიჩოვასა და მისი ინტერესების დამცველებს შორის შეხვედრა.

უფლებადამცველმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალები გააცნო.

"დაკავების აუცილებლობა ისედაც არ იყო. თავიდანვე როცა დაიბარეს არასდროს უარი არ უთქვამს გამოძიებაზე მისვლაზე და იმ ინფორმაციის მიწოდებაზე რა ინფორმაციასაც ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით. გასაჩივრებული გვაქვს პირველი ინსტანციის აღკვეთის ღონისძიების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში და ველოდებით პასუხს," - აცხადებს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი სულხან კომახიძე.

დღის ამბები