17 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი - საზღვრის დელიმიტაციის საქმის მთავარმა ფიგურანტმა დავით ხიდაშელმა ინტერვიუ "რუსთავი 2-ს" მისცა

"ღამის კურიერის" დასრულებისას მაყურებელს ელის "რუსთავი 2"-ის საკმაოდ ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან, რომელმაც საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი დაუბრუნა.

ეს არის მისი პირველი ინტერვიუ საქართველოში დაბრუნების შემდეგ და პირველი კომენტარი, რომელსაც საზოგადოების უდიდესი ინტერესის გამო, ყველა მედიასაშუალება ელოდა.

დავით ხიდაშელმა, ცოტა ხნის წინ, განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც განმარტა, რატომ მისცა ინტერვიუ ერთ ტელეკომპანიას. როგორც იცით, პანდემიის გამო არსებული რეგულაციებით, ის იზოლაციაში
იმყოფება. რისკების დაზღვევის მიზნით, არჩეულია მხოლოდ ერთი ჟურნალისტი. ირაკლი იმნაიშვილი მას სახლში ეწვია და რესპონდენტი წესების სრული დაცვით ჩაწერა.

რაც შეეხება უშუალოდ ინტერვიუს შინაარსს: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი დეტალურად ჰყვება, როგორ ჩაუვარდა ხელში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალა, რომლის საფუძველზეც საქართველოში ხმაურიანი გამოძიება დაიწყო. დავით ხიდაშელი მისი მისამართით თბილისში გაჟღერებულ ბრალდებებსაც პასუხობს.

ექსკლუზიურ ინტერვიუს დავით ხიდაშელთან სრულად "რუსთავი 2-ის" მაყურებელი ზუსტად 11 საათზე, "ღამის კურიერის" დასრულებისთანავე იხილავს.

დღის ამბები