17 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
პარტიებმა უნდა მოუწოდონ თავიანთ ამომრჩეველს უმაღლესი ეთიკური ნორმებისკენ - ევროკავშირის ელჩი ძალადობრივ ინციდენტებზე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, აუცილებელია, გამოძიებული იქნას ყველა ძალადობრივი ინციდენტი, რომელსაც წინასაარჩევნოდ ჰქონდა ადგილი. აღნიშნული განცხადება კარლ ჰარცელმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას გააკეთა:

"ჯერ კიდევ ადრეა, წინასწარი დასკვნები გამოვიტანოთ წინასაარჩევნოდ. საარჩევნო კამპანია გრძელდება. პარტიებმა წარმოადგინეს თავიანთი პროგრამები, ხედვები და ამბიციები. ეს, ვფიქრობ, ძალიან კარგია, რადგან მე მჯერა, ახალი საარჩევნო სისტემით გაცილებით მეტი არჩევანია ამომრჩევლებისთვის.

რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მსგავს შემთხვევებს. მადლობას ვუხდი ადგილობრივ მედიას და სადამკვირვებლო ჯგუფებს, რომლებიც მოვლენებს აკვირდებიან და გვაძლევენ ინფორმაციას. აუცილებელია, გამოძიება ჩატარდეს ყველა მომხდარ ფაქტზე. ამაში დიდი როლი უნდა ითამაშონ პარტიებმა, მათ უნდა მოუწოდონ თავიანთ ამომრჩეველს უმაღლესი ეთიკური ნორმებისკენ," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები