17 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ჩემი ბიზნესპარტნიორი არ არის, ივანიშვილზე უკეთეს ბიზნესპარტნიორს სად ნახავ - ზურაბ ნოღაიდელი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მისი ბიზნესპარტნიორი არ არის.

როგორც ნოღაიდელმა "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, ის ისურვებდა ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესპარტნიორობას და ეს მას უხერხულობას არ შეუქმნიდა.

"ყველამ კარგად იცის, ვინც მიცნობს, ვინც წინააღმდეგია ჩემი და ვინც მომხრეა, მე არასდროს, არცერთ თამაშში მონაწილეობა არ მიმიღია. ეს იცის ყველამ კარგად. მე არ მინდა ამ პოლიტიკურ დისკუსიებში და პარტიულ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება. მე არ მინდა, რომ გავხდე საარჩევნო ფაქტორი ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ნამდვილად. თუ ვინმე შემეხება ბრალდებით, ცხადია, პასუხგაუცემელს ვერ დავტოვებ. 

სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ჩემი ბიზნესპარტნიორი არ არის. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, ბიძინა ივანიშვილზე უკეთესს ბიზნესპარტნიორს სად ნახავ კაცი საქართველოში, ან თუნდაც მსოფლიოში," - აღნიშნა ნოღაიდელმა.

მისი განმარტებით, ის კახა კალაძის ბიზნესპარტნიორი იყო. 

"ჩვენ ვიყავით ბიზნესპარტნიორები, დღეს კახა პოლიტიკაშია და შესაბამისად, ჩვენს საერთო საქმე აღარ გვაქვს," - განაცხადა ნოღაიდელმა.

დღის ამბები