"რუსთავი 2-ის" მიერ ბრიტანული კომპანია Survation-ისთვის დაკვეთილი კვლევა, დღეს კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა.
ამჯერად კვლევები თბილისის 1 და რეგიონის 5 ოლქში ჩატარდა: დიდუბე-ჩუღურეთი, ზუგდიდი, ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძა, ახალქალაქი - ნინოწმინდა, ქობულეთი, ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდადი.
ზუგდიდის ოლქის შედეგები ასეთია:
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში?
თითქმის დარწმუნებულია , რომ მიიღებს მონაწილეობას - 55 %
ალბათ მიიღებს მონაწილეობას - 30%
50/50- 10%
არ მიიღებს მონაწილეობს - 5%
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?
ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება) - 55%
მალხაზ ჯალაღონია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია ) - 29%
გიგი უგულავა (ევროპული საქართველო) - 12%
ალექსანდრე ახვლედიანი (ლელო) - 3%
ოთარ ჭითანავა ( პატრიოტთა ალიანსი ) - 1%
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?
ქართული ოცნება - 56%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 34%
ევროპული საქართველო - 5%
ლელო - 4%
პატრიოტთა ალიანსი - 1%
საველე სამუშაოები ჩატარებულია 21 სექტემბრიდან 10ოქტომბრამდე. გამოკითხულია 1808 რესპონდენტი. კვლევის ცდომილებაა 6%.