17 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძის ოლქში გამოკითხულთა 81 % არჩევნებში მონაწილეობას აპირებს - Survation-ის კვლევა

"რუსთავი 2-ის" მიერ ბრიტანული კომპანია Survation-ისთვის დაკვეთილი კვლევა დღეს კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა.

ამჯერად კვლევები თბილისის 1 და რეგიონის 5 ოლქში ჩატარდა: დიდუბე-ჩუღურეთი, ზუგდიდი, ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძა, ახალქალაქი - ნინოწმინდა, ქობულეთი, ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდადი.

ახალციხე-ბორჯომო-ადიგენი-ასპინძის მაჟორიტარული ოლქი.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში?

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას ამბობს -81 %

ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 8%

50-50- 7%

არ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს - 3%

და არ ვიცი/ უარი პასუხზე - 1%


დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?

ანტონ ობოლაშვილი (ქართული ოცნება) - 63%

ვაჟა ჩიტაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია) - 23%

ზურაბ ჩილინგარაშვილი (ევროპული საქართველო) - 11%

დავით გოგიჩაიშვილი (პატრიოტთა ალიანსი) - 3%


დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?

ქართული ოცნება - 57%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 19%

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 8%

ევროპული საქართველო - 6%

ლეიბორისტული პარტია - 3%

პატრიოტთა ალიანსი - 3%

გირჩი - 2%

ერთიანი საქართველო - 1%

და ლელო - 1%

საველე სამუშაოები ჩატარებულია 21 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. გამოკითხულია 1808 რესპონდენტი.  კვლევის ცდომილებაა 6%.

დღის ამბები