17 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
ბადრი ჯაფარიძე - ეკონომიკა, ანა ნაცვლიშვილი - იუსტიცია - ვის რა მიმართულებები ჩაბარდება "ლელოს" ჩრდილოვან კაბინეტში

პარტია "ლელოს" ლიდერმა და პრემიერობის კანდიდატმა "ღამის კურიერის" ეთერში პარტიის  ჩრდილოვან კაბინეტზე ისაუბრა. მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს ადამიანები არიან არა ჩრდილოვანი კაბინეტის წევრები, არამედ მიმართულებების ხელმძღვანელები და "ლელო" სწორედ ამ ადამიანებს შესთავაზებს კოალიციას:

"ბადრი ჯაფარიძეს ჩვენ ჩავაბარეთ ეკონომიკური რეფორმების და ფინანსების მიმართულება და ანა ნაცვლიშვილს ჩავაბარეთ იუსტიციისა და სასამართლო სისტემის მიმართულება.

ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ერთპარტიული მიმართულება, ჩვენ ვიქნებით წამყვანი ძალა კოალიციაში და ბუნებრივია, ჩვენს გუნდს და ჩვენს პროგრამას შევთავაზებთ კოალიციას,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, კოალიციურ თანამშრომლობას აპირებს პროდასავლურ ძალებთან, თუმცა, კატეგორიულად გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალურ  მოძრაობასთან" კოალიციას და ასევე "ქართულ ოცნებასთან".

დღის ამბები