17 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
7 ნოემბერიც იყო წყალგამყოფი, მაგრამ მაშინ პოლიტიკაში მოსვლისთვის მზად არ ვიყავით - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა. 

წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ მაინცდამაინც 20 ივნისი იყო წყალგამყოფი და რატომ არ აღმოჩნდა 7 ნოემბერი ან, მაგალითად, სანდრო გვირგვლიანის საქმე, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ მაშინ პოლიტიკაში წასასვლელად მზად არ იყვნენ. 

"წყალგამყოფი იყო მაშინაც, როცა მხედრიონი ავტომატებით გვემუქრებოდა, შუბლზე გვედო ავტომატი, როცა 90-იან წლებში განადგურებით გვემუქრებოდნენ, წყალგამყოფი იყო, როცა ჩემი უახლოესი ოჯახის წევრი გაიტაცეს, როცა უახლოესი ბიძაშვილი ჩაცხრილეს. კი ბატონო, 7 ნოემბერიც წყალგამყოფი იყო, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მაშინ ასეთი არ მომხდარა, რაც ჩვენ დაგვემართა ბოლო 2 წლის განმავლობაში, როცა, პრაქტიკულად, არათუ წყალგამყოფი, არამედ სუნთქვის საშუალებაც არ მოგვეცა.

მაშინ ჩვენ უბრალოდ არ ვიყავით მზად, რომ პოლიტიკაში შევსულიყავით, ვაკეთებდით ძალიან სერიოზულ საქმეს და უზარმაზარ პასუხისმგებლობაში ვიყავით ჩართულები. ახლა, თქვენ თუ გინდათ შეადაროთ წინა პერიოდი ამ პერიოდს, რატომ წავედით პოლიტიკაში, ჩვენ საქმის კეთების საშუალებაც კი აღარ მოგვეცა, მეორე, აშკარად დავინახეთ ქვეყნის კურსის შეცვლა და ეს გამოიხატებოდა იმ პროექტის ჩაგდებით, რომელიც მამუკა ხაზარაძის, არამედ ჩვენი ქვეყნის პროექტი იყო, რომლის ჩაგდებაც დანაშაულია.

წინა ხელისუფლების პირობებში ჩვენ საქმის გაკეთების საშუალებას გვაძლევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემსა და ბადრი ჯაფარიძეზე იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები