17 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
"ტაბურეტკით" და ჯოხით ადამიანს არ უნდა ურტყა, მიუხედავად იმისა, შენთვის მისაღებია თუ არა - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტება გააკეთა, თუ რატომ განაცხადა ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს, რომ საქართველოში უმცირესობების უფლებები დაცულია.

მისი თქმით, უმცირესობების უფლებები დაცულია კანონმდებლობის დონეზე, რომელიც არ სრულდება, რადგან სახელმწიფო სტრუქტურები მოშლილია. 

"უმცირესობის უფლებები - კანონმდებლობით, რომელიც, თუ არ ვცდები, შეიქმნა 2017 წელს, რომელშიც ჩართული იყო უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია, დაცულია. სამწუხაროა, რომ რეალურად, ისევე, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ტყის კოდექსი იქნება, ბუნების დაცვა თუ ეკოლოგია, არ სრულდება, ესაა სახელმწიფო სტრუქტურების მოშლა. "ტაბურეტკით" და ჯოხით ადამიანს არ უნდა ურტყა, მიუხედავად იმისა, შენთვის მისაღებია თუ არა, კანონმდებლობაში ეს კარგად წერია.

თქვენ რასაც იღებთ ინტერვიუდან, იყო ასეთი კითხვა - თანახმა ვარ თუა არ მე პირადად ერთნაირსქესიანი ქორწინების. მე ვუთხარი, რომ ამისთვის მზად არ ვარ და რა თქმა უნდა, არ ვარ. მე იქაც ვთქვი, რომ საქართველოში შვილი უნდა გაიზარდოს დედის და მამის ხელში. ეს არის ჩემი პოზიცია, როგორც 5 შვილის მამის, ამის მჯერა და ამის მწამს. შეიძლება, 2000 წლის მერე საერთოდ სხვა რაღაცები იყოს, მაგრამ ჩვენ ტრადიციული ერი ვართ,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

დღის ამბები