17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
"დღემდე არ არის დიალოგი აფხაზ და ოს ძმებთან, პირდაპირი დიალოგი უნდა მოხდეს რუსეთთან" - "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ ბენიძე

პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან" არჩილ ბენიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ არა მხოლოდ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, არამედ მთელ საქართველოშია უამრავი პრობლემა, მათ შორის ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოციალური მდგომარეობის თუ უმუშევრობის მხრივ.

არჩილ ბენიძეს თქმით, პანდემიის პირობებში შემოსავლის გარეშე დარჩენილია ათასობით თანამოქალაქე, რომლებიც გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. მისივე თქმით, ისინი მევახშეების და ბანკირების ხელში არიან ჩავარდნილი და სესხების 3 თვიანი გადასახადის გადავადება მათთვის თითქოს შვებას წარმოადგენდა, თუმცა პროცენტების მატების გამო მათ უკვე გადასახდელი გაეზარდათ.

არჩილ ბენიძე ერთ-ერთ პრობლემად ტერიტორიული მთლიანობას ასახელებს, რაც მისი განცხადებით, ბევრი პოლიტიკოსისგან დავიწყებული საკითხია.

"ამ ტერიტორიების აღდგენის პასუხები სჭირდება ჩვენს მოსახლეობას იმიტომ, რომ თითქოს დავიწყებულია სამაჩაბლო და აფხაზეთი. აქედან გამომდინარე პირდაპირი დიალოგი, ჩვენი საარჩევნო ლოზუნგიც არის და გულის ტკივილიც იმიტომ, რომ არ ხდება დღემდე დიალოგი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. რა თქმა უნდა, პირდაპირი დიალოგი უნდა მოხდეს რუსეთთან, რომელიც ამ ყველა პრობლემის თავია. ჩვენ თუ არ გვექნება პირდაპირი საუბარი მათთან, ამ პრობლემებს ვერავინ გადაჭრის ჩვენს გარდა.

ჩვენ არ გვიჭირს ხალხთან ურთიერთობა, გულდასმით ვიცით მათი პრობლემები და მცირე და საშუალო ბიზნესი თუ არ განვითარდა, თუ არ შეიქმნა საშუალო ფენა, ჩვენს ეკონომიკას არაფერი არ ეშველება იმიტომ, რომ ეკონომიკის ხერხემალი არის საშუალო ფენა.

რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მას მერე არ არის საშუალო ფენა, გამდიდრდნენ ათეულები, გაღატაკდა ასიათასობით ჩვენი მოქალაქე," - აცხადებს არჩილ ბენიძე.

დღის ამბები