საქართველო, გერმანია, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები - კარტოგრაფიული მასალები, რომლებიც დავით ხიდაშელმა საქართველოს გადასცა, სხვადასხვა ქვეყანაშია მოძიებული.
21 რუკა და 11 დოკუმენტი სხვადასხვა წლით თარიღდება. საუბარია ერთსაუკუნოვან დოკუმენტაციაზე, რომელიც 1905 - 2006 წლებს მოიცავს.
საინტერესოა, რატომ არ მიმდინარეობდა საყოველთაო ძიების პროცესი ქართულ არქივებსა და ბიბლიოთეკებში იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა წლების განმავლობაში წამგებიან პოზიციაში იდგა.
ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რა სახის მასალებია, არამედ ის, თუ სად არის მოძიებული.
დავით ხიდაშელმა გუშინ "რუსთავი 2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ საქართველოსთვის მომგებიანი რუკები და მასალები წლების განმავლობაში ქრებოდა.