17 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
მძიმე Lockdown-ებსა და ჩაკეტვებს საქართველოს ეკონომიკა ვეღარ გადაიტანს - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მძიმე Lockdown-ებსა და ჩაკეტვებს, საქართველოს ეკონომიკა ვეღარ გადაიტანს. 

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია გლობალური გამოწვევაა და ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა, მას ვერ გაუმკლავდება. უნდა გვესმოდეს რომ ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელიც ვაქცინასთან იყო დაკავშირებული, სამწუხაროდ არ გამართლდა. ამიტომ, უახლოესი 1 წლის განმავლობაში, ქვეყანას და ზოგადად მსოფლიოს პანდემიის პირობებში მოუწევს ცხოვრება. პირველ ეტაპზე ჩვენი გამარჯვების ფასი იყო მძიმე Lockdown-ები და ჩაკეტვები. დღეს კი, ამას ჩვენი ეკონომიკა უკვე ვეღარ გადაიტანს. ამასაც გავივლით, ამასაც დავამარცხებთ. დღეს წესების დაცვა პატრიოტიზმია, ამიტომ, მჯერა რომ ჩვენ გავიმარჯვებთ," - განაცხდა გიორგი გახარიამ.

 

დღის ამბები