ხმების დაცვის მრავალპარტიული შტაბის" წევრები "IRI"-ს ხელმძღვანელობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ოპოზიციურმა პარტიებმა წინასაარჩევნო გარემოში არსებულ დარღვევებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე "საარჩევნო დარღვევების ერთიანი ანგარიშის" პრეზენტაციაც გაიმართა. შტაბი არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების დაცვის მიზნით შეიქმნა, პარტიები კოორდინირებულ მუშაობას გეგმავენ.
"გავიარეთ ყველა საკითხი, რაც მნიშვნელოვანი იყო. მათ აინტერესებდათ, თუ როგორ მუშაობს შტაბი და რა კოორდინაცია იქნება პოლიტიკური პარტიების არჩევნების დღეს,"- აცხადებს "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია.
ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რომელიც არსებობს დღეიდან არჩევნების შეჯამებაზე და მივიღეთ პირობა IRI-სგან, რომ ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, გარკვეული გავლენა მოახდინონ საარჩევნო ადმინისტრაციაზე და მთავრობაზე, რომ არ დაუშვან მსგავსი მექანიზმის გამოყენება,"- აღნიშნავს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ლევან თარხნიშვილი.
"IRI-ის წარმომადგენლებს გავაცანით მოხსენების წინასწარი ვერსია, რომელიც ეხება ყველა პარტიასთან მიმართებაში ხელისუფლების მხრიდან ჩადენილ დანაშაულობებს, რომელიც არის საკმაოდ მძაფრი. ანგარიში პირდაპირ ეძღვნება ანგარიშსწორებას, ზეწოლას, ქონების დაზიანებას,"- განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.