17 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ინდულგენცია არავის აქვს, სისხლის სამართლებრივი გამოძიება, მით უმეტეს სააკაშვილისთვის, არ იქნება სიახლე - გიორგი გახარია

პრემიერ- მინისტრი გამოეხმაურა ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს დავით გარეჯთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინდულგენცია არავის აქვს და აღნიშნული საქმე გამოძიების პრეროგატივაა.

"რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, ეს არის სრულად გამოძიების პრეროგატივა. ქვეყანაში ინდულგენცია არავის აქვს, მით უმეტეს, ბატონი სააკაშვილისთვის, მასზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ იქნება სიახლე, ერთი და ორი არ დაწყებულა. ეს არის სრულად გამოძიების კომპეტენცია და ვერანაირი შეზღუდვები ამ გამოძიებას ვერ ექნება.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით,  საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი ორმხრივია და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება.

აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას, არის ორმხრივი თემა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრების ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები