17 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
ზვიად ძიძიგური "ლელოს," "გირჩის," "თავისუფალი დემოკრატებსა" და ალეკო ელისაშვილის პარტიებს დებატებში იწვევს

"კონსერვატორული პარტიის" თავმჯდომარე ამბობს, რომ წინასაარჩევნო სივრცე ისევ ორპოლუსიანია, რაც "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა ყველა პარტიას აზიანებს.

"ჩვენთან საქართველოში ისევ ორპოლუსიანი არჩევნების პათოსით მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, რითიც ყველა პარტია ზარალდება. იმის გამო, რომ ეს ნარატივი შეიცვალოს, "საქართველოს კონსერვატიული პარტია" იწვევს ყველა ლიბერალურ პარტიას, რომელიც მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, რათა თემატურ საკითხებზე გავმართოთ დებატები. ეს პარტიებია "გირჩი," "თავისუფალი დემოკრატები," ალეკო ელისაშვილის პარტია, ლელოც, სხვების რომლებიც არიან, ყველასთან მზად დავჯდეთ დებატებში," - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა. 

დღის ამბები