17 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
ვერანაირი პოლიტიკური სარგებელი ვერავინ ვერ მიიღო პოლიტიკური პანდემიიდან - გიორგი ვოლსკი

მმართველი პარტიის წევრი გიორგი ვოლსკი დარწმუნებულია, რომ არჩევნები ეპიდსიტუაციის გაუარესებას არ გამოიწვევს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გაკვირვებულია ხელისუფლების ოპონენტების პოზიციით და აცხადებს, პოლიტიკური პანდემიიდან სარგებელი ვერავინ მიიღო:

"არჩევნები სწორედაც არის პოლიტიკური აქცია, როდესაც რეგულირება გაცილებით უფრო ადვილია და რასაკვირველია ეს პროცესი საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ოპტიმიზმი არჩევნების თემასთან დაკავშირებით. საოცრება ის არის რომ ჯერ ყველა, ჩვენი ოპონენტების ჯგუფი აცხადებდა, რომ თითქოს შემთხვევების რაოდენობა განგებ იბერებოდა, ახლა აცხადებენ რომ შემთხვევები იმალება და აქედან გამომდინარე ვერანაირი პოლიტიკური სარგებელი ვერავინ ვერ მიიღო  პოლიტიკური პანდემიიდან" - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

"ქართული ოცნების" წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ყველა ღონისძიებას ატარებს იმისთვის, რომ არც მოქალაქეების ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე და არც არჩვენების ჩატარებას:

"ყველა ღონისძიებას ატარებს სახელმწიფო შესაბამისი დაწესებულებების მეშვეობით, რომ ერთის მხრივ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორეს მხრივ არჩევნების ჩატარებას არ შეექმნას საფრთხე და ჩვენ მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ საარჩევნო უფლების რეალიზება. ჩვენ ყველა ერთად არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ყველა სუბიექტი პარტიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორები კომუნიკაციაში ვართ იმისთვის, რომ არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები