17 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ხშირია წვეულებები, სხვადსხვა ტიპის შეკრებები, ეს ყველაფერი უნდა ავირიდოთ თავიდან - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების მიზეზით ბოლო დღეების განმავლობაში ხალხმრავალი შეკრებები და წვეულებები თავიდან უნდა ავირიდოთ.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ სრული ლოქდაუნის გამოცხადება გამორიცხულია. თბილისის მერის განმარტებით, COVID-19-ისგან საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დაცვისთვის მთავარია პირბადის ტარება.

"ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ხშირია წვეულებები, სხვადსხვა ტიპის შეკრებები - ეს ყველაფერი უნდა ავირიდოთ თავიდან, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ, თუმცა პარალელურად, რა თქმა უნდა, ისე როგორც პირველ ეტაპზე გვქონდა ჩაკეტვა, დაკეტვა და რაღაცების აკრძალვები - ეს გამორიცხულია, აღარ იქნება. ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას და ყველაზე მთავარი - უნდა მივეჩვიოთ ერთმანეთის და საკუთარი თავების დაცვას, ამიტომ ყველგან და ყოველთვის ყველაზე მაგარი დაცვა საკუთარი თავის და ასევე მეგობრების, ახლობლების, ოჯახის წევრების - ეს არის პირბადის ტარება," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები