დედაქალაქსა და რეგიონებში პოლიტიკური პარტიების ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
პარტია „მოქალაქეებმა“ სიის პირველი ათეული წარადგინა, რომელშიც პირველი ნომერი ალეკო ელისაშვილია.
წარდგენაზე, ათეულის ყველა წევრმა ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა და განაცხადა რომ 24 საათის განმავლობაში, მზად არიან მოსახლეობის ზარებს უპასუხონ და მათი პრობლემები მოაგვარონ.
შალვა ნათელაშვილი, გიგი უგულავას მხარდასაჭერად ზუგდიდში ჩავიდა. "ლეიბორისტულმა პარტიამ" ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატს პარტიული მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა.
მხარდამჭერებს კახეთში შეხვდა ერთიანი საქართველის ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.
"იაფი მედიკამენტების პროგრამა"- პარტია "თავისუფალმა საქართველომ" პირველი აფთიაქი გახსნა. კახა კუკავას განცხადებით, თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს მედიკამენტების შეძენა მათთვის შეღავათიან ფასებში შეეძლებათ.
“ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.
სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ პოლიტიკური პარტიებს ამომრჩევლის დასარწმუნებლად. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 16 დღეა დარჩენილი.