"ევროპულმა საქართველომ" ხვალ დაგეგმილი საარჩევნო ღონისძიება გააუქმა. დავით ბაქრაძის განცხადებით, დედაქალაქში იგეგმებოდა აქცია-მსვლელობა, რომელსაც მხარდამჭერები შეუერთდებოდნენ რეგიონებიდანაც.
პარტიამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მიიღო.