17 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
ლევან კობერიძე საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე მსჯელობისთვის კოლეგებს რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად მიმართავს

COVID-19-ის გაზრდილი სტატისტიკის მოცემულობაში პოლიტიკურ პარტიებს დამატებითი კითხვები უჩნდებათ. პანდემიის და ვირუსის ახალი შემთხვევების გახშირების პირობებში, კითხვები ჩნდება არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებითაც. 

"ქართული ოცნების" უკვე ყოფილი წევრი და ამჟამად "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კოლეგებს მიმართავს, რომ ვიწრო პარტიული ინტერესი გვერდზე გადადონ და საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელონ.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით კი, ხელისუფლება ცდილობს ადამიანები ვირუსით დააშინოს, რათა საარჩევნო უბნებთან საკუთარი მხარდამჭერები მიიყვანონ.

"მათთვის, რა თქმა უნდა, არჩევნების გადადება იქნება კატასტროფის ტოლფასი. ვინაიდან, ეს ეკონომიკა, მმართველობის ეს სტილი ერთ თვესაც კი ვერ გაუძლებს. შედეგი გაცილებით უარესი იქნება ერთი, ორი ან სამი თვის შემდეგ, საარჩევნო შედეგს ვგულისხმობ, ვინაიდან მაშინ ნათლად გამოჩნდება, რა ვითარებაშია ქვეყანა. შეეცდებიან, დააშინონ ახლა ვირუსით ადამიანები, არ მივიდეს შეშინებული ხალხი და თვითონ მიიყვანონ ავტობუსებითა და თავიანთი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები