17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებთან - ცესკოს სპიკერის განმარტება

ცესკო იმ რეგულაციებსა და პროტოკოლზე საუბრობს, რომლის დაცვაც საარჩევნო უბნებთან მისულ ამომრჩევლებს მოუწევთ.

როგორც ცნობილია, ცესკომ არჩევნების პროტოკოლი 18 სექტემბერს შეიმუშავა, თუმცა მათ ჯერ კიდევ აქვთ დასამტკიცებელი დადგენილება, რომელიც იმ ადამიანების არჩევნებში ჩართულობას ეხება, რომლებიც არჩევნების დღეს მაგალითად COVID-19-ის მკურნალობის რეჟიმში ან საკარანტინო ზონაში იქნებიან.

ამაზე მსჯელობა არასამთავრობო სექტორთან უკვე ორჯერ იყო და სავარაუდოდ, მომდევნო კვირას ამ ნაწილის პროტოკოლიც ცნობილი გახდება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე განმარტავს, თუ რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებთან.

"იქნება დეზობარიერი და ამომრჩეველი გაივლის ამ დეზობარიერს, ასევე იქნება განთავსებული ხელების დეზინფექციისათვის სპეციალური საშუალებები. გარდა ამისა, თითოეულ საარჩევნო უბანზე იქნება გამოკრული ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები იქნებიან აღჭურვილები, რა თქმა უნდა პირბადით, სპეციალური დამცავი ფარებითა და ერთჯერადი ხელთათმანებით. არჩევნების დღეს მოხდება არჩევნებში ჩართული მხარეების უფლებამოსილი პირების თერმოსკრინინგი საუბნო საარჩევნო კომისიაში შესვლამდე. რა თქმა უნდა თერმოსკრინინგი არ შეეხება ამომრჩევლებს," - განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღის ამბები