პარლამენტის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" ნიკა მელია "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ "ქართული მარშის" აქცია მისი ოფისის წინ იყო უსაფუძვლო, რადგან მას "ქართული მარშის" მიმართ არასოდეს დაუფიქსირებია რაიმე სახის კონკრეტული პოზიცია.
როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, "ქართული მარშის" განმარტება აქციასთან დაკავშირებით იყო რეალობას მოკლებული.
"ბავშვსაც კი არ სჯერა, რომ "ქართული მარშის" ნებისმიერ წარმომადგენელს მოუნდა აქციის გამართვა ნიკა მელიას ოფისის წინ. რაც არსებობენ ისინი, მე არასოდეს მიხსენებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე პოზიცია არ მაქვს. ამიტომ, მათ არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ ამ აქციის გამართვის, იქ იყვნენ "ქართული ოცნების" აქტივისტებიც. ვითომ განცხადება გავაკეთე და ამაზე აპელირებდნენ, მაგრამ რა განცხადებაზე იყო საუბარი, არ ვიცი,"- განაცხადა ნიკა მელიამ.