17 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ეს დღე დაიმახსოვრეთ, ილორის ღვთისმშობლის ხატი ისევ შებრძანდება აფხაზეთში - ირმა ინაშვილი

”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პირველი ნომერი, ირმა ინაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში ილორის ღვთისმშობლის ხატის შესახებ საუბრობს. საუბარია ხატზე, რომელიც "პატრიოტთა ალიანსმა" ოკუპირებულ აფხაზეთში ჩააბრძანა, და უკან დაუბრუნეს.

"აფხაზეთის სამღვდელოებამ ძალიან მკაფიო  განცხადებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით. არ იყო საჭირო  ხატთან მიახლოება და ხატის დაბრუნება. მკაფიო პოზიციები დააფიქსირეს. მაგრამ ილორის ხატი სამი თვე იყო დაბრძანებული ილორის ტაძარში. სამი თვის მანძილზე ამ ხატმა მადლი დატოვა კიდეც იმ ტაძარში და წამოიღო კიდეც. მე თქვენ ახლა გეუბნებით და ეს დღე დაიმახსოვრეთ, ილორის ღვთისმშობლის ხატი ისევ შებრძანდება აფხაზეთში.

რაც შეეხება ჩემს ჩასვლას აფხაზეთში, რაც თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ უშედეგო მცდელობად ჩვენი შერიგების, მინდა დაგამწუხროთ, იმის გამო, რომ ეს უშედეგო მცდელობა არ არის. თქვენ არც იმას არ მიაქციეთ ყურადღება რომ მთელი 27 წლის მანძილზე წელს პირველად მოხდა, 30 სექტემბერს აფხაზებმა  არ იზეიმეს ქართველ დამპყრობლებზე გამარჯვების დღე და აღლუმი არ ჩაატარეს. დასკვნები საზოგადოებას კარგად გამოაქვს. ჩვენ დიდ შრომას ვწევთ აფხაზებთან მიმართულებით, ოსებთან მიმართულებით, ჩვენ შერიგება გვინდა,“ - ამბობს ირმა ინაშვილი. 

 

დღის ამბები