17 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
ამ რუკებზე ჩვენ სულ ვსაუბრობდით, ახლა ამის გამოტანა პირდაპირ კავშირშია "ოცნების" მცდელობასთან, აიწიოს განულებული რეიტინგი - ირმა ინაშვილი

”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” პირველი ნომერი, ირმა ინაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში დავით გარეჯთან დაკავშირებით ამბობს, რომ გარეჯის თემას აქტიურად აქცევდნენ ყურადღებას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, 2007 წლიდან, და მასზე მუდმივად საუბრობდნენ. 

მისი თქმით, არც რუკების თემა არ არის ახალი. აქვე, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს მოფრთხილება სჭირდება. 

"ჩვენთვის რუკა აღმოჩენა არ არის, იმიტომ რომ სხვა რუკებიც არსებობს, სადაც ეს მოცემულობაა საქართველოს ინტერესებისთვის სასარგებლო მოცემულობა. სიმართლე სადაც არის. მაგრამ ეს დედანი რომ გამოჩნდა, თავისთავად კარგია. 

სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" კეთილი საქმის გაკეთებაც კი იცის უდროო დროს, არასწორ ვითარებაში, არასწორ კონტექსტით ა.შ. მე პირდაპირ ვამბობ, რომ ახლა ამ რუკაზე საუბარი და ამის გამოტანა, პირდაპირ კავშირშია "ქართული ოცნების" მცდელობასთან, აიწიოს ძალზეც განულებული რეიტინგი, უმძიმესი რეიტინგი და ამისთვის მცდელობა არის, რომ გამოიყენოს მისი პიარისთვის. მაგრამ, აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს ამ ურთულეს ვითარებაში, როდესაც ვიცით, ყარაბაღში რაც ხდება. არ უნდა დარჩეს აზერბაიჯანს ისეთი წარმოდგენა, რომ ჩვენ ვსარგებლობთ ამ შემთხვევით და ვიწყებთ მოქმედებებს,"- ამბობს ირმა ინაშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები