"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შვიდი კითხვით მიმართავს. ჩიხლაძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია და ეს ყოველივე ხელისუფლების კრახია.
კითხვები ეხება იმას, თუ რა გაკეთდა განვლილ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემის ეპიდემიის ტალღისთვის მოსამზადებლად და სად დაიხარჯა კოვიდზე მობილიზებული თანხები. რატომ იღუპებიან ადამიანები ე.წ. კოვიდ სასტუმროებში სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე. რატომ ვერ აიწყო ტესტირება-დიაგნოსტიკის კომპონენტი გასული 6 თვის განმავლობაში და ა.შ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკატერინე ტიკარაძეს საჯარო დისკუსიაში იწვევს.