პარტია "ქართული არჩევანის" თავჯდომარე პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნოდ საშემოსავლო გადასახადისაგან თავის არიდებაში ადანაშაულებს. ბეჟან გუნავას თქმით, პარტიები მილიონობით ლარს ბიუჯეტს უმალავენ და ამ საკითხით სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.
"შეიქმნას ბავშვთა ფონდი სადაც ასახვას პოვებს ის მოპარული თანხები, რომლებიც ამ მსხვილმა პარტიებმა ხალხს მოპარეს," - განაცხადა ბეჟან გუნავამ.