17 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
არჩევნებიც გაივლის და ვირუსსაც დავამარცხებთ, მაგრამ ჩვენი შვილების თვალებში ჩახედვის არ უნდა შეგვრცხვეს - პრემიერი ენმ-ს აქციაზე 

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციას მწვავე კრიტიკა მოჰყვა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. პრემიერ მინისტრმა ოპონენტები უპასუხისმგებლო ქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ მოქალაქეების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენეს.

"უნდა გავუძლოთ, რაც მოხდა გუშინ ბათუმში. უაღრესად უპასუხისმგებლო ქმედებას, უფრო მეტიც, შენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებას, მაგრამ ამასაც უნდა გავუმკლავდეთ, აქ მთავარი არის შემდეგი - არჩევნებიც გაივლის, ვირუსსაც დავამარცხებთ, ეკონომიკურ კრიზისსაც დავამარცხებთ, მაგრამ არ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ჩვენი შვილების თვალებში ჩახედვის შეგვრცხვეს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები