17 ნოემბერი 2024,   20:00
ვრცლად
ვინც 2006 წელს იყო ხელისუფლებაში აუცილებლად უნდა გამოიკითხონ დავით გარეჯის საქმეზე - ირაკლი კობახიძე

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმე დღეს კიდევ ერთხელ გახდა პოლიტიკური შეფასებების საგანი. ოპოზიციაში გამოძიებას "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს უწოდებენ. მმართველ გუნდში კი მიუთითებენ, რომ მელაშვილი-ილიჩოვასათვის წაყენებული ბრალი სისრულეში მაღალი თანამდებობის პირების ჩარევის გარეშე ვერ მოვიდოდა.

"მათ აინტერესებთ, რომ ახლა არჩევნებამდე მაქსიმალურად დათესონ პროპაგანდა, რომ წინა ხელისულება ყიდდა დავით გარეჯს. მიუხედავად იმისა, რომ დავით გარეჯი ბრალში არ ფიგურირებს, მიუხედავად იმისა, რომ საქმე არ ეხება დავით გარეჯს, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი იურიდიული არგუმენტი არ გააჩნიათ, ძალიან ბევრმა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს ძალიან კარგად იციან,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი, ზურაბ ჯაფარიძე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულობაზე საუბრობს. 

"იმდენად მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში, მარტივად ვერ გადაიტანდნენ სხვა თემაზე ყურადღებას, ამიტომ დასჭირდათ ისეთი თემა, როგორიც არის სამშობლოს ღალატი, მიწები, სიწმინდეები წაგვართვესო,“ - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებები დაბალ დონეზე ვერ იქნებოდა მიღებული. 

"ვინც იყო 2006 წელს ამ ხელისუფლების სისტემაში, ისინი აუცილებლად უნდა გამოიკითხონ, იმიტომ რომ შეუძლებელია ასეთი გადაწყვეტილებები დაბალ დონეზე იყოს მიღებული,“ - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიცია პოლიტიკური თავის მართლების რეჟიმშია.

 

დღის ამბები