პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ.
პარტიის ლიდერები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ და საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს.
პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმერის" თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობას ძალიან ბევრი გარდამტეხი ცვლილება ელოდება წინ.
"მოსახლეობა ძალიან პოზიტიურად შეგვხვდა, გავეცანით მათ პრობლემებს და ჩვენ მათ ვპირდებით, რომ გარდამტეხი ცვლილებები ელოდებათ,"- განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.