17 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
"დაუპიპინე ბიძინას" - "ევროპული საქართველო" საავტომობილო აქციას გეგმავს

"ევროპული საქართველოს" ლიდერების ინფორმაციით, მათი გეგმები არ შეიცვლება და მომავალ კვირას, მათ მიერ წინასწარ დაგეგმილი წინასაარჩევნო აქტივობები ჩატარდება.

შეგახსენებთ, "ევროპული საქართველო" ე.წ. სიგნალების აქციას აანონსებს.

"იმის გამო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დარჩენილ ორ კვირაში პოლიტიკური აქტივობა არ შეწყდეს და არ მივცეთ ეს ფორა ივანიშვილს, რომ ხელისუფლების შენარჩუნების შანსი გაეზარდოს, ოთხშაბათს ვგეგმავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ქალაქში, მათ შორის თბილისშიც მასიურ საავტობილი აქციას, კოდური სახელით "დაუპიპინე ბიძინას,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები