"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია ვეძისის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მისულ მხარდამჭერებს მაჟორიტარობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ეკონომიკურ სიძლიერეს დაპირდა.
პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”პატრიოტთა ალიანსიდან” კახა ძაგანია აცხადებს, რომ მოსახლეობის განწყობა საკმაოდ პოზიტიურია.
როგორც ძაგანიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ეკონომიკური პრობლემების მოგვარება.