17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
სტრატეგია "აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სასესხო ვალდებულებებზე 6 თვიანი მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

სასესხო ვალდებულებებზე 6 თვიანი მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ყველა წვრილი და საშუალო ბიზნესის სასესხო ხელშეკრულებების სუბსიდირება და უზრუნველყოს პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის ჩამოწერა.

"229 მილიონია უკვე გადაფორმებული და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს გადაფორმება 6 თვით. პენსიონერებს უნდა ჩამოეწეროთ სესხის პროცენტი. სხვა შემთხვევაში ქუჩაში დაგვხვდება ხალხი, რომლებიც ამ ქვეყანაში უსახლკაროდ იქნებიან,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები